საპროტესტო აქციის გამო, თსუ-ის რამდენიმე კორპუსში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა

საპროტესტო აქციის გამო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე კორპუსში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სიახლე მხოლოდ ვაკის ტერიტორიაზე არსებულ პირველ, მეორე, მესამე და მეექვსე კორპუს შეეხება.

რაც შეეხება ბაგებსა და დანარჩენ კორპუსებს, იქ სწავლის პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.

საპროტესტო აქციების გამო, ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, კეკელიძის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მოძრაობა პარალიზებულია, ტერიტორიაზე გაშლილია კარვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები