გიორგი მარგველაშვილი ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციის დღე უქმე დღედ გამოცხადდეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინიციატივით გამოდის: კონსტიტუციის დღე უქმე დღედ გამოცხადდეს, – ამის შესახებ მან თავის რეზიდენციაში, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნის საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კონსტიტუციის უქმე დღედ გამოცხადება კიდევ უფრო ხაზს გაუსვამს თითოეული მოქალაქის კუთვნილებას ამ დოკუმენტის მიმართ.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენთაგანი, სწორედაც, რომ კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით, მისი საერთო სახალხო დოკუმენტად გახდომის მიზნით, ამ საქმიანობაში აქტიურად ჩაებმება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.