თინათინ ხიდაშელი: ჩვენამდე ყველა ხელისუფლება ძალადობდა კონსტიტუციაზე

კონსტიტუცია არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა ინტერპრეტაციის ხელყოფის, მასზე ძალდობის საგანი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა პრეზიდენტის რეზიდენციაში კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ყველა ხელისუფლება, რომელიც კი კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამდე ყოფილა, საქართველოს კონსტიტუციაზე ძალადობდა.

„ჩვემთვის, პირადად, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩემი კარიერა მთლიანად ამ პროცესთან იყო დაკავშირებული. კონსტიტუცია არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა ინტერპრეტაციის ხელყოფის, მასზე ძალდობის საგანი. ხელისუფლება, რაც კი საქართველოს ჰყოლია 2012 წლამდე, მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ კონსტიტუციაზე ეძალადა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრ სხვა ამბებთან ერთად, რაც 2012 წელს ჩვენ ისტორიას ჩავაბარეთ, კონსტიტუციაზე ძალადობაც ასევე, ისტორიის კუთვნილება გახდება“, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები