ირაკლი ღარიბაშვილი შს ახალი მინისტრის ვინაობას არ აკონკრეტებს – ვიდეო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობას არ აკონკრეტებს. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, უწყების ხელმძღვანელს ის პირველ აგვისტომდე დანიშნავს.
“შინაგან საქმეთა მინისტრს მე წარვადგენ პირველ აგვისტომდე. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ვადა პირველ აგვისტომდე. ასე რომ, დაელოდეთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ უწყებად გაიყო. ვახტანგ გომელაური უსაფრთოხების სამსახურს უხელმძღვანელებს, მანამდე კი ის შს მინისტრის მოვალეობას ასრულებს.