სოხუმში მიაჩნიათ, რომ თბილისში არსებული ჩერქეზული ცენტრი ეროვნებათშორის შუღლს აღვივებს
თბილისში სამეცნიერო ფორუმის ჩატარება, რომლის ერთ-ერთი თემა აფხაზურ-ადიღეური ხალხის ეთნოგენეზისის პრობლემებია, აფხაზებს და ადიღეელებს შორის ურთიერთობების გაუარასებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ სოსლან სალაყაიამ განუცხადა.
„ეს პირველი კონფერენცია არ არის, რომელსაც თბილისის ჩერქეზული კულტურის ცენტრი ატარებს. სამწუხაროდ, ადიღეელები მასში აქტიურად მონაწილეობენ. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რათა აჩვენონ, რომ ეს ჩერქეზების მიწაა, გამწვავდეს რუსეთში ეროვნებათშორისი ურთიერთობები. გარდა ამისა, ადიღეელებს შორის ისეთებიც არიან, ვისაც აფხაზურ მიწებზე აქვთ პრეტენზია“, – აცხადებს სალაყაია. მისი აზრით. ასეთი კონფერენციები უნდა ჩატარდეს, მაგრამ არა თბილისში.
„ამ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოსაწვევი ჩვენც მივიღეთ, მაგრამ თბილისში, ბუნებრივია, არ წავალთ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რისთვის ტარდება ასეთი ღონისძიებები“, – აცხადებს სალაყაია.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჯიგეტების ეთნიკური წარმომავლობა და ჯიგეტია საქართველოს ისტორიაში“ საქართველოში 2015 წლის 11-12 დეკემბერს გაიმართება, ფორუმის ორგანიზატორია თბილისში მდებარე ჩერქეზული კულტურის ცენტრი.