ავტოავარია ფონიჭალაში – ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული

    ქვემო ფინიჭალაში ავტოავარიის შედეგად 49 წლის თამალ ალიევ ახმედოვა გარდაიცვალა – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების საქალაქო სამსახურიდან აცნობეს.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა ქვემო ფონაჭალაში, რუსთავის გზატკეცილზე მოხდა. რუსთავის მიმართულებით მოძრავი “მიცუბიშის” მარკის ავტომობილი ბეტონის გადამზიდ მანქანას შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი 45 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაშავებული ორი მგზავრი ორთაჭალაში მდებარე კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს.
ადგილზე მაშველები გამოიძახეს, რომლებმაც გარდაცვლილის ცხედარი დაზიანებული მანქანიდან ამოიყვანეს. ავარიის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები