ამერიკულმა გამოცემამ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა ყოველდღიური საქმიანობის შესახებ სტატია გამოაქვეყნა

აშშ-ის გამოცემა „Stars & Stripes“-მა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ ამერიკელ საზღვაო ქვეითთა და ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა ყოველდღიური საქმიანობის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ჯად სლეიმანის სტატიაში „საზღვაო ქვეითებისთვის ბაგრამში ყოველდღიური პატრულირება გრძელდება“ საუბარია ამერიკელი და ქართველი სამხედროების ერთობლივ პატრულირებაზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადგილობრივებთან ურთიერთობაზე.

ბაგრამის საავიაციო ბაზა, ავღანეთი – საზღვაო ქვეითი ძალების მთავარი ბაზის „ლეზერნიკის“ დახურვიდან შვიდი თვის შემდეგ, აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ერთი დანაყოფი კვლავ რჩება ავღანეთში, ემზადებიან და ბაზის გარეთ თითქმის ყოველდღიურად პატრულირებენ. ბაგრამის საავიაციო ბაზა კოალიციის მთავარ ბაზებს შორის განსხვავებულია, რადგან ავღანეთის ადგილობრივი სამხედრო ქვედანაყოფისგან მოშორებით მდებარეობს. ბაგრამის საავიაციო ბაზა კოალიციური ძალების მთავარ ლოგისტიკურ ცენტრს უფრო წარმოადგენს, ვიდრე საწვრთნელ ბაზას.

ნაღმმტყორცნებიდან და რეაქტიული ჭურვიდან გახსნილი არაპირდაპირი ცეცხლი, ასევე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები ადგილზე მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირებს საფრთხეს უქმნის.

ნატოს ეგიდით განხორციელებული საბრძოლო მისია ავღანეთში უკვე რამდენიმე თვის წინ დასრულდა, რასაც ქვეყნის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში საზღვაო ქვეითების მთავარი ავღანური ბაზის დახურვა მოყვა. ახლა კი, ლიუჯინის მე-2 საჰაერო-საზღვაო საარტილერიო ბაზის მეკავშირე ასეულის პირადი შემადგენლობა, ქართულ ქვედანაყოფებთან ერთად, თალიბთა შეტაკებების თავიდან აცილების მიზნით პატრულირებს.

„უპირველეს ყოვლისა, აქ ჩვენი მთავარი გამოწვევა არაპირდაპირი ცეცხლია, რომელიც შეიძლება ნაღმმტყორცნიდან ან რაკეტებით განხორციელდეს“, -აღნიშნა საზღვაო ქვეითების კაპიტანმა, დუ კაპრამ. რამდენიმე კვირა თავდასხმის გარეშე ჩაივლის, რასაც შემდეგ ხუთი და მეტი დაბომბვა მოჰყვება. „სწორედ ესაა უმთავრესი საფრთხე, რომელიც მუდმივად არსებობს“.

დაახლოებით 50-მდე საზღვაო ქვეითი 43-ე ქართული ქვეითი ბატალიონის სამხედროებთან ერთად ყოველდღიურ პატრულირებას ახორციელებს. ბაგრამის ბაზაზე დისლოცირების პირველ რამდენიმე კვირაში, მათ 45კგ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, თალიბთა ორი ჭურვი ამოიღეს და მწყობრიდან გამოსული უპილოტო საფრენი აპარატი გადაარჩინეს. ისინი ავღანეთში ექვსთვიანი როტაციის ვადით ასრულებენ მისიას.

ერთად პატრულირებისას, საზღვაო ქვეითებს და ქართველ სამხედროებს მრავალი თარგმანის გაკეთება უწევთ დარიდან ინგლისურად, ინგლისურიდან ქართულად და პირიქით.

„ნამდვილად რთულია“, -ამბობს ქართველი სამხედრო, კაპრალი ბორის წულაია, გუნდის თარჯიმანი. „ძალ-ღონეს არ ვიშურებ, იმედი მაქვს, არც სხვა თარჯიმნები, რომ ნათქვამი ზუსტად ითარგმნოს, რადგან აქ არაზუსტ თარგმანს და ინფორმაციის დამახინჯებას შესაძლოა ზიანი მოჰყვეს“.

ბოლო პატრულირებისას, მთავარი საფრთხე ადგილობრივი ბავშვების მიერ კონვოიზე ქვების სროლა იყო. ჯავშანმანქანაში ჩაჯდომამდე, ერთ-ერთმა მათგანმა ქვა საზღვაო ქვეითს ჯავშანჟილეტში მოახვედრა. თუმცა, სამხედროებმა ბავშვების მიერ ქვების სროლა თამაშად მიიჩნიეს. ქვეითი პატრულირებისას ბავშვები ჯარს ღიმილით მიესალმნენ.

ბაგრამში დაბრუნებამდე, საზღვაო ქვეითები და ქართველი სამხედროები ადგილობრივ უხუცესებს შეხვდნენ და უსაფრთხოების შესახებ მოკლე მონახაზი გააკეთეს.

საფრენმა აპარატმა ზევიდან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ექვსკაციანი ჯგუფი შეამჩნია, რომელიც გზის გასწვრივ თხრილებს აკეთებდნენ. იმ მომენტში პატრული აფეთქებას გადაურჩა. თუმცა, მოგვიანებით იმავე საღამოს, MRAP-ით სხვა პატრული აფეთქებაში მოყვა. ეკიპაჟის არცერთ წევრს დაზიანება არ მიუღია.

აშშ-ის არმიის მე-3 ქვეითი დივიზიონის მეთაურის, გენერალ-მაიორ მაიკ მიურეის თქმით, სანამ ამერიკელები ან მათი ინტერესი იქნება ავღანეთში, იქ ყოველთვის იქნება საზღვაო ქვეითთა ან სხვა ძალების პატრულირება. „რომ არ ყოფილიყო ჭურვების სროლა, არც ჩვენ ვიქნებოდით აქ. ეს არის ნამდვილად ის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვართ აქ“, -ამბობს ის.

ამერიკელი სამხედროები ბაგრამში ავღანეთის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფს ამზადებს, რათა ადგილობრივმა ძალებმა საბოლოოდ გადაიბარონ ბაზის დაცვაზე პასუხისმგებლობა. მაგრამ მიურეის თქმით, საბოლოო შედეგამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ამავე დროს, საზღვაო ქვეითები „უნიკალურ შესაძლებლობად მიიჩნევენ ავღანეთში საბრძოლო ოპერაციებისას მიღებულ გამოცდილებას და ბაზის გარეთ ძალთა დაცვის როლს“, -ამბობს საზღვაო ქვეითთა ჯგუფზე პასუხისმგებელი ოფიცერი, მაიორი ჯეიმს გეიგერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები