თბილისში ახალგაზრდა გოგოს მანქანა დაეჯახა
დიღომში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულე 25 წლის გოგოს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.