„დოკუმენტი დაზარალებულთა დახმარების წესის განსაზღვრის შესახებ ხვალ მზად იქნება“

დოკუმენტი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების წესის განსაზღვრის შესახებ ხვალ მზად იქნება,- ამის შესახებ საკრებულოს წევრმა დავით ზურაბიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
მისი თქმით, დოკუმენტის წარდგენის ვადები გაიწელა, რადგან აუცილებელი იყო, გამოძებნილიყო გზა და მექანიზმი, რომლის შემდეგაც არ იქნებოდა ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცა დაიჩაგრა.
ზურაბიშვილის განცხადებით, დაზარალებული მოსალეობის საერთო რიცხვი 500-ს აჭარბებს. მათ შორის დიდ ნაწილს საერთოდ დაენგრა სახლი, არიან ისეთებიც, რომლებსაც სახლი დარჩათ, მაგრამ უმძიმესი სიტუაცია აქვთ.
„ დაზარალებულთა დახმარება ცოტა დაგვიანდა, რადგან მიდიოდა სერიოზული მუშაობა, რომ ყველა დაზარალებული სრულად დაკმაყოფილებულიყო და მოძებნილიყო ისეთი მექანიზმი, რომლის შემდეგაც არ იქნებოდა ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცა დაიჩაგრა. ხვალისთვის მზად იქნება დოკუმენტი, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. მაქსიმალურად ყველას ინტერესი დაკმაყოფილდება. მინდა ყველა დაზარალებული დავარწმუნო, რომ ყურადღების გარეშე არავინ დარჩება და ყველას მიეცემა კომპენსაცია, რისი აღრიცხვის შესაძლებლობაც არის, იმისდა მიხედვით, მოქალაქეები სრულად უნდა დაკმაყოფილდნენ.
განიხილებოდა ალტერნატიული ფართების, თანხის გადაცემაც, რა ვარიანტიც იქნება უფრო სწრაფი და ოპტიმალური, საბოლოოდ ისე გადაწყდება. დაზარალებული მოსახლეობის საერთო რიცხვი 500-ს აჭარბებს. მათ შორის დიდ ნაწილს საერთოდ დაენგრა სახლი. არიან ისეთებიც, რომლებსაც სახლი დარჩათ, მაგრამ უმძიმესი სიტუაცია აქვთ. რაც შეეხება დაზღვეულ მანქანებს, მე პირადად მომხრე ვარ, რომ თუ აღრიცხვას და იდენტიფიცირებას ექვემდებარება, მაშინ ზარალი  უნდა ანაზღაურდეს. ეს ექსტრემალური შემთხვევაა და ასეთ წყალდიდობას ვერავინ გაითვალისწინებდა. არა აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა სპეციალურ ანგარიშზე მობილიზებული 25 მილიონი საკმარისი, ყველა მათგანს, იმის მიუხედავად, თუ რა დაჯდება, ზარალი უნდა აუნაზღაურდეს“,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები