თინა ხიდაშელი: პუტინის გეგმები ძალზე ნათელია
„პუტინის გეგმები ძალზე ნათელია, უბრალოდ ჩვენ ხშირად იმის დაჯერება არ გვსურს, რასაც ის ამბობს“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გერმანულ გამოცემა “Neue Zürcher Zeitung”-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინი ყველაფერზე ძალიან გასაგები ენით საუბრობს. მან არაერთხელ თქვა, რომ მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ კატასტროფად საბჭოთა კავშირის დაშლა მიაჩნია. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ მას ან არ ვუსმენთ, ან არ გვინდა დავიჯეროთ ის, რაზეც ის საუბრობს. პუტინი ზეწოლით და რეპრესიებით ცდილობს, ჩაახშოს ქვეყნების მისწრაფება დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხში“, – ამბობს ხიდაშელი.
თინა ხიდაშელის თქმით, თუ საქართველო დასავლეთთან სწრაფ ინტეგრაციას ვერ მოახერხებს, ეს რუსეთის მიმართ ნოსტალგიური გრძნობების გაძლიერებას არ გამოიწვევს. ასევე მინისტრი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოში რეფორმები უნდა გაგრძელდეს, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და სასამართლო სისტემაში.
“Neue Zürcher Zeitung”-თან ინტერვიუში ხიდაშელმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ს იმ მხარდაჭერისთვის, რაც ვაშინგტონმა საქართველოს რთულ წლებში გაუწია. მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და განათლების სფერში მეტად სასარგებლო თანამშრომლობაა.