გიგლა აგულაშვილმა თურქმენეთის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პრეზიდენტ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვის ხელმძღვანელობით თურქმენეთის დელეგაცია ეწვია.
ოფიციალური დელეგაციის წევრებს შორის თურქმენეთის წყლის მეურნეობის მინისტრი საიტმურატ ტარაგანოვია, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვით საკითხებში მომავალი თანამშრომლობის ორი ძირითადი მიმართულება განიხელეს, რაც წყლის რესურსების გამოყენების თანამედორევე ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს.
ქართული მხარე თურქმენეთს მცენარეთა ისეთი ჯიშების გმოყვანაში დაეხმარება, რომელიც ადაფტირებული იქნება მათ კლიმატურ პირობებთან.