თამარ ბერუჩაშვილი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, რაშიდ მერედოვს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შედგა, რომელიც 2-3 ივლისს გაიმართება.
მინისტრებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებით, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის დაინტერესებას ენერგომატარებლების ტრანზიტისა და სატრანსპორტო დერეფნების როლთან დაკავშირებით. ასევე, გამოითქვა მზადყოფნა მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ამ მიმართულებით არსებული პოტენციალი. მინისტრებმა გამოთქვეს რწმენა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის მომავალი ვიზიტი საქართველოში გახდება ისტორიული საწყისი ორი ქვეყნის თანამშრომლობის მიმართულებით. „ ეს გახლავთ თურქმენეთის პრეზიდენტის პირველი ისტორიული ვიზიტი საქართველოში, რომელიც გახსნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი თანამშრომლობის განვითარებაში, განსაკუთრებით ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. საქართველო და თურქმენეთი აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიც, პოლიტიკური მიმართულებით. თურქმენეთი ეს არის მეგობარი, პარტნიორი ქვეყანა რომელიც განუხრელად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ გვაკავშირებს საერთო ინტერესები, საერთო გეო-სტრეატეგიული პროექტები. ჩვენ შევეხეთ საქართველოს როლს მისი სატრანზიტო ფუნქციების გათვალისწინებით ევროკავშირთან ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და საერთო ევროპული ენერგეტიკული პოლიტიკის განვითარების კონტექსტში“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები