ელგუჯა ჩხაიძე პარტია “თავისუფალი დემოკრატებიდან” გაირიცხა (ვიდეო)
პარტია, “თავისუფალი დემოკრატები“ კატეგორიულად ემიჯნება დღეს ლანჩხუთის საკრებულოში ფრაქციის შექმნის ფაქტს.
როგორც „თავისუფალ დემოკრატებში“ აცხადებენ, პარტიის წევრმა ელგუჯა ჩხაიძემ გადაწყვეტილება – შეექმნა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად, მიიღო დამოუკიდებლად, პარტიის გამგეობასთან შეთანხმების გარეშე.
“თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობამ იმსჯელა საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება – ელგუჯა ჩხაიძე გარიცხულია პარტიიდან. პარტია ,,თავისუფალ დემოკრატებს“ აქვს განვითარების საკუთარი და მკაფიო ხაზი. გაერთიანება, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, ჩვენთვის მიუღებელია და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ არაერთხელ დეკლარირებულ ჩვენს პოზიციას – ,,თავისუფალი დემოკრატები“ არ გეგმავს გაერთიანებას არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან. „პარტიის მხრიდან ძალიან მკაფიო და მყისიერი რეაგირება აღნიშნულ თვითნებობაზე იქნება ზუსტადაც სწორი მესიჯი არა მარტო ჩვენი პარტიის შიგნით, არამედ ყველა იმ პარტიასთვის, რომელთაც აქვთ მოლოდინი, რომ ‘’თავისუფალი დემოკრატები’’ ვინმესთან შევლენ კოალიციაში’’, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ რეგიონალური სამსახურის უფროსმა თამარ კეკენაძემ.