დავით ბაქრაძე USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორს სტეფან ჰეიკინს შეხვდა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით USAID-ის დახმარების საკითხებზე, სამომავლო დამხარებაზე ევროინტეგრაციის პროცესში და ამ მიმართულებით შესაბამისი პრიორიტეტები და დახმარების ინსტრუმენტები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები