“არ მგონია, იმ რეალობის შემდეგ, რაც ჩვენ ამდენი წელია გვაქვს რუსეთთან, ამ ხელშეკრულების გაუქმება უნდა გვიკვირდეს“

მე არ მგონია, იმ რეალობის შემდეგ, რაც ჩვენ ამდენი წელია, გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, ამ ხელშეკრულების გაუქმება უნდა გვიკვირდეს, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, რუსეთი აპირებს საქართველოსთან შეთანხმების გაწყვეტას იმ პირების გადაცემის შესახებ, რომლებიც უკვე გასამართლებულები არიან, მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა და იხდიან სასჯელს.

“მე არ მგონია, იმ რეალობის შემდეგ, რაც ჩვენ ამდენი წელია, გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, ამ ხელშეკრულების გაუქმება უნდა გვიკვირდეს. მაშინ, როდესაც იდგმება გაცილებით უფრო საშიში ნაბიჯები ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მისამართით, ამ ხელშეკრულების გაუქმება არ უნდა გვიკვირდეს. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია, ძალიან ცუდია, მაგრამ ეს ყველაფერი ჯდება იმ ერთიან პოზიციაში, რომელსაც რუსეთის ფედერაცია სამწუხაროდ ახორციელებს საქართველოსთან მიმართებაში”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები