დავით უსუფაშვილმა საქართველოში იტალიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ფედერიკა ფავისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის გააქტიურებაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე, ასევე რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მეგობრული დამოკიდებულებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ფედერიკა ფავი, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2011 წლის 5 სექტემბრიდან იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები