უსაფრთხოების სამსახური გასამხედროებული უწყება არ იქნება
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონპროექტიდან “გასამხედროებულ დაწესებულებათა სისტემასთან” დაკავშირებით ჩანაწერი ამოღებულია.
ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გათვალისწინებულია კრიტიკა, რომელიც საპოლიციო და უსაფრთხოების ფუნქციების მკვეთრად გამიჯვნის საკითხზე არსებობდა.
“ეს უზრუნველყოფილია მთელ რიგ ჩანაწერებში. მათ შორის ეს სპეციალური საშუალებების გამოყენებასაც ეხება”, – აღნიშნა ლევან იზორიამ.