„გული მიგრძნობს, პარლამენტში ჟურნალისტებისთვის გარკვეული საინტერესო ამბები მოხდება. გარკვეული ბიძგებია მოსალოდნელი“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია შემოდგომიდან პარლამენტში გარკვეულ ვნებათაღელვას და ცვლილებებს ვარაუდობს. როგორც ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ამ მოწვევის პარლამენტი ფინიშს უახლოვდება და გარკვეული ბიძგები მოსალოდნელია.
„ სექტემბრიდან, საშემოდგომო სესიიდან პარლამენტში ჟურნალისტებისთვის, გული მიგრძნობს, გარკვეული საინტერესო ამბები მოხდება. არ იქნება ისეთი დიდი რყევები, რომ რაღაც დაანგრიოს, მაგრამ გარკვეული ბიძგები მოსალოდნელია. ყოველთვის ასე ხდება, როცა მოწვევის პარლამენტი ფინიშს უახლოვდება, იქ ამ დროს გარკვეული ვნებათაღელვა იწყება, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ კოალიცია არჩევნებზე ერთიანად გავა. მაგრამ არც სხვა სცენარის გამორიცხვა შეიძლება“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.