„თუ გავიხსენებთ, რომ მარგველაშვილი ერთი კაცის ხათრით არის არჩეული, მას ასეთი პრინციპული ულტიმატუმები არ უნდა გააჩნდეს“
„ თუ გავიხსენებთ, რომ მარგველაშვილი ერთი კაცის ხათრით არის არჩეული, მას ასეთი პრინციპული ულტიმატუმები არ უნდა გააჩნდეს და უფრო დამთმობი უნდა იყოს“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ნუკრი ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა და პრეზიდენტ მარგველაშვილს რეზიდენციასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებები შეახსენა.
„ეს რეზიდენცია კონკრეტულად ამ პრეზიდენტისთვის აშენდა. ის ჩართული იყო ამაში, მას გაცხადებული ჰქონდა, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდა სააკაშვილის მიერ აშენებულ ასეთი ფუფუნების ადგილას. ის ამბობდა, რომ ეს სამარცხვინოა, მერე კი ყველამ ვიცით, როგორც განვითარდა მოვლენები. არავინ ჭიდაობას მას არ უწყებს, რეზიდენცია ასე პატრონის გარეშეა დარჩენილი, მისი გაყიდვაც გაძნელდა. პრეზიდენტი უფრო მეტად უნდა დაფიქრდეს. დავიცადოთ ცოტა. თუ იმასაც გავიხსენებთ რომ მარგველაშვილი ერთი კაცის ხათრით არის არჩეული, მას ასეთი პრინციპული ულტიმატუმები არ უნდა გააჩნდეს და უფრო დამთმობი უნდა იყოს. ან შეთანხმება მოხდება, ან ამ ადგილს შემდეგი პრეზიდენტი დაიკავებს. ავლაბრის რეზიდენცია დღეს როგორი პრეზიდენტიც არის კონსტიტუციის მიხედვით, მისი არ უნდა იყოს. თუ შემდგომში მისი არჩევნები პარლამენტის მიერ იქნება, მით უფრო შეუსაბამო იქნება ეს შენობა მისთვის“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.