თამარ ბერუჩაშვილი ბელარუს კოლეგას შეხვდა

ბელარუსის რესპუბლიკაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში გამართული ვიზიტისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ბელარუს კოლეგას, ვლადიმერ მაკკეის შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით მიმოიხილეს.
მინისტრებმა 2015 წლის აპრილში საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი და მისი შედეგები კიდევ ერთხელ შეაჯერეს. ასევე, ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებების შესრულების საკითხი და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
„წელს, საქართველომ და ბელარუსმა, ფაქტიურად, ახლიდან გაიცნეს ერთმანეთი. ჩვენი პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტმა და ამ ვიზიტის დროს მიღწეულმა შეთანხმებებმა ახალი იმპულსი შესძინა ჩვენს ურთიერთობებს თითქმის ყველა სფეროში. ახლახან ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სავაჭრო-ეკონომიური თანამშრომლობის კომისიის ბელორუსის ნაწილი. ვიცი, რომ ქართველი კოლეგები ასევე მუშაობენ ქართული ნაწილის შექმნაზე. ამასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ მზადდება წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობისა და ეკონომიკის დარგში“, – განაცხადა ვლადიმერ მაკკეიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები