ვაკეში სამარშუტო ტაქსი ამოტრიალდა
ყვითელი სამარშუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა – ამის შესახებ „კვირას“ სამაშველო და საგანგებო საქალაქო სამსახურში განუცხადეს. როგორც სამაშველო სამსახუში განმარტავენ, შემთხვევა ვაკეში, პოლიციის შენობასთან მოხდა. მათივე ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის დროს მგზავრების გარეშე იმყოფებოდა და მას მხოლოდ მსუბუქი დაზიანება აღენიშნება. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპარტულო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები, რომლებმაც სამარშრუტო ტაქსიდან მძღოლის ამოყვანა მოახერხეს.