დავით უსუფაშვილი: დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ისეთ კანონს, რომელსაც ექნება ყველას მხარდაჭერა და გაგება

პარლამენტი, როგორც ეროვნული ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტს ასევე ნებისმიერ სხვას არ მიიღებს ისე, რომ დასაბუთებული შენიშვნები არ გაითვალისწინოს – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პირველი მოსმენით მიღებული ტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავებულია იმისგან, რაც თავდაპირველად იყო ინიცირებული.
“სწორედ განხილვის პროცესში მოხდა ბევრი რეკომენდაციის გათვალისწინება, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წერილში გამოთქმული მოსაზრებების დიდი ნაწილი პირველი მოსმენის დროს გათვალისწინებულია, მეორე მოსმენამდე გვექნება აქტიური კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ პირთან. მინდა ყველას ძალიან მყარი გარანტია მივცეთ იმისა, რომ პარლამენტი არც ამ და არც სხვა კანონს არ მიიღებს ისე, რომ გათვალისწინებული და გააზრებული არ იყოს ყველა დასაბუთებული შენიშვნა და მოსაზრება. ამ სფეროში, ცხადია, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოსაზრებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ისეთ კანონს, რომელსაც ექნება ყველას მხარდაჭერა და გაგება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები