„მივმართავ ყველას, შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებული პროექტის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს“

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დეპუტატებს თხოვნით მიმართავს, შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებულ განხილვებში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.
როგორც უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სამართალდამცავი სისტემის ძალიან მნიშველოვანი რეფორმა ხდება და ყველა მოსაზრება უნდა იყოს დასაბუთებული და გაზიარებული.
“მივმართავ ყველას, ვისაც აღნიშნული საკითხი აინტერსებს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს პროექტის განხილვაში, ვინაიდან პირველი მოსმენისას, ავტორებმა ბევრი მოსაზრება გაიზიარეს. მეორე მოსმენით საკითხის განხილვა კომიტეტში ამ კვირას არის დაგეგმილი. მინდა ყველას მივმართო, ვისაც თემის მიმართ აქვს ინტერესი, აქტიური მონაწილეობა მიიღონ განხილვის პროცესში და მხოლოდ ზოგადი განცხადებებით ნუ შემოვიფარგლებით – კარგია თუ ცუდი წარმოდგენილი პროექტი. ხდება სამართალდამცავი სისტემის ძალიან მნიშველოვანი რეფორმა და დაინტერესებული ვართ, გავიზიაროთ ყველა დასაბუთებული მოსაზრება. პარლამენტში კანონპროექტები იმიტომ განიხილება, რომ განხილვის პროცესში დავხვეწოთ ყველა საკითხი, რომელზეც დასაბუთებული მოსაზრება გამოითქმევა”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონპროექტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფას და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები