დავით უსუფაშვილმა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვასილი ციბენკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის გააქტიურებაზე, სამომავლო გეგმებსა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მეგობრული დამოკიდებულებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. დავით უსუფაშვილმა ვასილი ციბენკოს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და უკრაინის მეგობრობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
ვასილი ციბენკო საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2009 წლის 10 ივნისიდან იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები