თბილისში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მინისტერიალის სხდომა გაიმართება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მონაწილეობა მიიღო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მინისტერიალის სხდომაში.
მინისტერიალის გადაწყვეტილებით, მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი თბილისში მიმდინარე წლის 24-25 აგვისტოს გაიმართება, რომელზეც იმსჯელებენ ბანკის საწყისი კაპიტალის თაობაზე, ასევე გაეცნობიან აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატებს.
როგორც ცნობილია, 29 ივნისს პეკინში ხელი მოეწერა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმებას. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები