ჟენევის მოლაპარაკებების 32-ე რაუნდი 30 ივნისს გაიმართება

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი 32-ე რაუნდი 30 ივნისს და 1 ივლისს გაიმართება. დღის წესრიგში ძალის გამოუყენებლობის ვალებულება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები და იძულებით გადადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხები იქნება.
მხარეები ასევე კონფლიქტურ ზონაში, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებასა და სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხზე ისაუბრებენ.
როგორც სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, ქართული დელეგაციის მთავარ ამოცანას გამოსავლის ძიებას წარმოადგენს. „პრობლემების განხილვა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშნელოვანია ამ პრობლემებიდან გამოსავალის ძიება, რაც, ზოგადად, წარმოადგენს ქართული დელეგაციის მთავარ ამოცანას ჟენევის დისკუსიებში“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები