„პირობას ვდებ, ე.წ. კაბელების თემაზე სასამართლოს დასრულების შემდეგ, განცხადებას გავაკეთებ“

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე დავით ჯუღელთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე განცხადების გაკეთებას არ აპირებს.
„კითხვაზე იმ პასუხს დაგიბრუნებდით, რაც ინტერნეტსივრცეში განვათავსეთ. პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მაქვს მაღალი თმენის ვალდებულება. არა მარტო მე, მართლმსაჯულების განმახორციელებელ ყველა პირს. ამ ეტაპზე განცხადებას ვერ გავაკეთებ, თუმცა, სამართალწარმოების დასრულების შემდეგ, გაძლევთ პირობას, რომ ყველა ინფორმაცია, რაც მედიისთვის და საზოგადოებისთვის იყო საინტერესო, ნათელი გახდება”, – განაცხადა გვენეტაძემ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ თემაზე  მხოლოდ ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატები” და სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ნინო გვენეტაძე ე.წ კაბელების საქმის მოსამართლეს პირადად შეხვდა და მას მითითებები მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები