„უნდა დავრწმუნდეთ, რომ ახალი კანონის არსებობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს“

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორმა ჰენრი კერალიმ სამხერთ კავკასიაში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჰენრი კერალი იმედოვნებს, რომ პარლამენტის მიერ საკითხის პირველი მოსმენით მიღების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წერილს საბოლოოდ მაინც გაითვალისწინებს.
„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა წერილი გავუგზავნეთ პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ხაზი გავუსვით იმას, რომ ეს ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაშიც აუცილებელია. ჩვენ და ევროკავშირი ვიმუშავებთ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტთან იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, ახალი კანონის არსებობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კვლავ შენარჩუნებული იქნება. ჩვენ ჯერჯერობით პროცესში არ ვართ ჩართულები, მაგრამ შევთავაზეთ მათ, რომ ჩამოვიყვანოთ ექსპერტები ევროპიდან, ვინც იმუშავეს ამ კანონის ცვლილებაზე“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორმა, ჰენრი კერალიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები