პარლამენტმა პირველი მოსმენით “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, პირველი მოსმენით, “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტი კენჭისყრის შედეგით, 78 ხმით ერთის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღეს.
კენჭი ეყარა გამომდინარე პროექტებსაც. ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გაყვანას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები