„მინდა გავახმოვანო ექსკლუზივი, რომელიც „კვირასთვის“ შემოვინახე – გეტყვით, რა არის „ისლამური ხალიფატის“ ჩრდილოეთ კავკასიაში ჩამოყალიბების მიზეზი“.

„მინდა გავახმოვანო ექსკლუზივი, რომელიც „კვირასთვის“ შემოვინახე. მინდა ვთქვა, თუ რა არის ისლამური ხალიფატის ჩრდილოეთ კავკასიაში ჩამოყალიბების ერთ-ერთი სავარაუდო მთავარი მიზანი. მათ სურთ, რომ მასობრივი განადგურების იარაღი ჩაიგდონ ხელში“, – აღნიშნული განცხადება სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.

მისი თქმით, ისლამურმა ხალიფატმა მიზნის მისაღწევად უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა.

„ მათი ერთ ერთი-მთავარი მიზანი რომ სწორედ მასობრივი განადგურების იარაღის ხელში ჩაგდებაა, ამას მოწმობს თუნდაც ის, რომ რამდენიმე ხნის წინ ისლამური ხალიფატის მიერ გამოცემულ პროპაგანდისტულ ჟურნალ „დაბიქში“ პირდაპირ დაფიქსირდა, რომ პაკისტანისაგან ბირთვული იარაღის კომპონენტები მიიღონ. ამისთვის უკვე კოკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა, „ისლამურმა ხალიფატმა“ და მოძრაობა „თალიბანმა“ ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს. ეს ყველაფერი პაკისტანის, ვაზირისტანის ტერიტორიაზე გაფორმდა. მათ უკვე დაიწყეს ქმედება და აპირებენ ტაჯიკეთში გადასვლას, იქ არის ურანის საბადოები, რომელიც აუცილებელია რადიოლოგიური ბომბების შესაქმნელად, რომლის ხელში ჩაგდებასაც ისლამური ხალიფატი ცდილობს. პრევენციის მიზნით აუცილებელია ერთიანი კონტრტერორისტული ოპერაციების დაგეგმარების ცენტრი შეიქმნას, რომელსაც პულსზე ექნება ხელი. ჩვენ არ უნდა მივცეთ ისლამურ ხალიფატს საშუალება, თავისი ქმედებები ჩვენს ტერიტორიაზე გადმოიტანოს“,- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები