ვახტანგ გომელაური: მე ბევრი წელი გავატარე ამ სამსახურში და ძალიან ბევრი ვისწავლე – ვიდეო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იუბილეს დაესწრო.
ვახტანგ გომელაურმა სდსს-ს ხელმძღვანელს და თანამშრომლებს სამსახურის დაარსების 21-ე წლისთავი მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
„მინდა დღევანდელი დღე მივულოცო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყველა თანამშრომელს, დაწყებული რიგითიდან, დამთავრებული ხელმძღვანელით. მე ბევრი წელი გავატარე ამ სამსახურში – 1994 წლიდან 2004 წლამდე და ძალიან ბევრი ვისწავლე. მინდა წარმატებები და წინსვლა ვუსურვო ყველა თანამშრომელს, ვინც სდსს-ში მუშაობს“,-განაცხადა მინისტრმა.
საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა და წვევამდელების ფიცის დადებით დაიწყო. სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის დააჯილდოვა და მათ მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები