პრემიერი: ქვეყანაში ყველანაირი პირობაა შექმნილი ინვესტორებისთვის

ქვეყანაში ყველანაირი პირობაა შექმნილი ინვესტორებისთვის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერი ჩინეთის ინფრასტრუქტურულ-საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვდა.
კომპანია Zhuhai da Heng QIN limited- დაინტერესებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებით.
ამ ეტაპზე, საუბარია რიკოთის უღელტეხილის 56- კილომეტრიან მონაკვეთზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე.
ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობამ პრემიერ-მინისტრს პროექტის დაფინანსების, დაპროექტების, მშენებლობისა და ოპერირების გეგმა გააცნო.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დაინტერესებულია ჩინეთთან ეკონომიკური, სავაჭრო და ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის გაღრმავებით.
„ქვეყანაში ყველანაირი პირობაა შექმნილი ინვესტორებისთვის. ინვესტიციების მოზიდვა და უცხოელი ბიზნესპარტნიორების ინტერესების დაცვა ჩვენი პრიორიტეტია,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები