თამაზ მეჭიაური : თუ გგონიათ, პრეზიდენტი ცვლილებებს ვეტოს თუ დაადებს, თქვენს მხარეს დადგება და მას ამომრჩევლებიც მოჰყვება, ასე არაა

თუ გგონიათ, პრეზიდენტი ცვლილებებს ვეტოს თუ დაადებს, თქვენს მხარეს დადგება და მას ამომრჩევლებიც მოჰყვება, ასე არაა-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, ივანიშვილის ცინიკურად მოხსენება არ არის მართალი, რადგან მას ქვეყნისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული. “მაგათ თუ ჰგონიათ, პრეზიდენტი ცვლილებებს ვეტოს თუ დაადებს, თქვენს მხარეს დადგება და მას თან ამომრჩევლებიც მოჰყვება, ასე არაა. იმ კაცს ერთი ამომრჩეველი ჰყავდა.
თუ გგონიათ, დიდი გუნდით მოგივათ ძალიან ცდებით. თან აბაშიშვილი რომ გვმოძღვრავს. ასე რომ, ბატონებო, იმ ერთი ამომრჩეველის აზრი უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მას დიდი ამომრჩეველი ჰყავს, უბრალოდ, ის ამას არ იყენებს. იმ კაცის ასე მოხსენიება და თუნდაც, ასე ცინიკურად, ის რუსული ოლიგარქი კი არა, ვინც არ უნდა იყოს, მას საქართველოში დიდი ამომრჩეველი ჰყავს, რადგან ის ქართულ საქმეს აკეთებს და უკეთებია კიდეც”, – მიმართა “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები