პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პარლამენტი 27 ივნისიდან რიგგარეშე სესიების ფორმატში განაგრძობს მუშაობას.
როგორც დავით უსუფაშვლმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ ხნის განმავლობაში პარლამენტის მეირ ბევრი მნიშვნელოვანი კანონპროექტები იქნა მიღებული, რომელიც ქვეყანას გამოადგება.
„დღეს გახლავთ ბოლო დღე ჩვენი საგაზაფხულო სესიის, რომლის განმავლობაში ბევრი კანონი და გადაწყვეტილება მივიღეთ. იყო საკმაოდ დრამატული ვითარებაც, საინტერესოც. იმედია ამ ხნის განმავლობაში ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება სასიკეთო ქვეყნისთვის. ამ იმედით და განწყობით მინდა პარლამენტის დღევანდელი სხდომა და 2015 წლის საგაზაფხულო სესია დახურულად გამოვაცხადო”, – განაცახდა დავით უსუფაშვილმა.