გიორგი მღებრიშვილი და თეა წულუკიანი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდნენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდნენ.
სომხეთის პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო და ქართველი ხალხის თანადგომის სურვილი გამოთქვა. სერჟ სარგსიანის განცხადებით, ის, ყველაფერს გააკეთებს სომხეთ – საქართველოს სამართლებრივი ფორუმის სამომავლო გაფართოებისთვის.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა და სომხურმა მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს და გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ.
სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა ჰოვანეს მანუკიანმა სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციამ ასევე მონაწილეობა მიიღო ერევანში გამართულ სომხეთ – საქართველოს სამართლებრივ ფორუმში, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში განხორციელდა.
აღნიშნულ შეხვედრას მინისტრებთან ერთად სომხეთის იუსტიციის მინისტრი ჰოვანეს მანუკიანი და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში თენგიზ შარმანაშვილი ესწრებოდნენ.