„საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტს კრიზისული მოქმედების გეგმა უნდა დაემტკიცებინა და კრიზისების მართვის სახელმწიფო საბჭოსთვის მიეწოდებინა“

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი ხელისუფლებას არა მხოლოდ სტიქიური შედეგების ლიკვიდაციას, არამედ, პირველ რიგში, მოსალოდნელი სტიქიური უბედურებების პრევენციას ავალდებულებს. პრევენციას იმ მიმართულებით, რამაც ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მათი ქონებრივი სტატუსის შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს“,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააკეთა.

მისი განცხადებით, საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტი ვალდებული იყო, რომ მუნიციპალური საფრთხეების პასპორტი შეემუშავებინა, საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით კრიზისული მოქმედების სტრატეგიული გეგმა დაემტკიცებინა, შემდგომ კი ეს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სახელმწიფო საბჭოსთვის მიეწოდებინა.

„ სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი ეს არის, პირველ რიგში, ტექნოგენური ხასიათის გამოწვევების წინააღმდეგ გამკლავება, მათ შორის ევაკუაცია და ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარება ეს არის ვალდებულება. დღეს ჩვენ მდინარე „ვერეს“ ხეობაში სეისმოინდიკატორების დაყენებაზე ვსაუბრობთ, ეს მანამდეც იყო გასაკეთებელი. ხელისუფლებამ ამ საკითხის მოსაგვარებლად საბიუჯეტო სახსრები უნდა მიმართოს.

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, პირველ რიგში, საგანგებო სიტუაციათა მართვის ოპერატიულობასა და 24-საათიან რეჟიმში უწყვეტობას გულისხმობს. ის ავალდებულებს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტს, რომ მან მუნიციპალური საფრთხეების პასპორტი შეიმუშაოს კონკრეტული ურბანული ქსოვილებისთვის, სადაც სტიქიური უბედურებაა მოსალოდნელი. ის, რაც მოხდა ვაკეში, ე.წ. სოსისების ქარხნის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ 3 ივნისს პირდაპირ ავალდებულებდა საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის ანალიტიკურ სამსახურს კანონის მოთხოვნების შესაბამისად პასპორტიზაცია განეხორციელებინა და შემდგომი საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით კრიზისული მოქმედების სტრატეგიული გეგმა დაემტკიცებინა, შემდგომ კი ეს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სახელმწიფო საბჭოსთვის მიეწოდებინა. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ჩვენი კონსტიტუციის გარანტი, ვალდებული იყო, ასეთი განგაშის მოსვლისთანავე შეეკრიბა უშიშროების საბჭო და უშიშროების საბჭოზე სარეზერვო სამსახურების მობილიზაცია უნდა მომხდარიყო. უნდა გამოყენებულიყო მძიმე ტექნიკა, ამფიბიები და ვერტმფრენები“,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები