„პატარა საფუძველიც კი არ გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ საქართველოდან ინვესტორები გადიან“

პატარა საფუძველიც კი არ გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ საქართველოდან ინვესტორები გადიან, ან ჩადებულ პროექტებზე უარს აცხადებენ, – ამის შესახებ საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, წინა წლის მეორე კვარტალში იმაზე უფრო ნაკლები ინვესტიცია, იყო, რაც წელს პირველ კვარტალში შემოვიდა, თუმცა წლის ბოლოს ინვესტიციების ძალიან დიდი ზრდა შეინიშნებოდა.
“კვარტლების დონეზე FDI-ის შედარება არ იქნება სწორი, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ტრენდს ვერ ვხედავთ იმისა, რომ რაღაცა მცირდება. რეალურად შეიძლება იყოს ბევრი მიზეზი იმისა, თუ რატომ შემცირდა პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ წინა წელს მეორე კვარტალში გვქონდა იმაზე უფრო ნაკლები ინვესტიცია, რაც წელს პირველ კვარტალში შემოვიდა, თუმცა წლის ბოლოს ნახეთ, რომ ინვესტიციების ძალიან დიდი ზრდა გვქონდა. ამიტომ მე ვთვლი, იმაზე სასაუბროდ, რომ რაიმე პრობლემა არსებობს ინვესტიციების კუთხით, ალბათ, ჯერ ადრეა, ამისთვის საჭიროა, როგორც მინიმუმ სამი კვარტლის გასვლა, რომ დავინახოთ მიმართულება საით მიდის – აღმავალია, თუ დაღმავალი. არანაირი პატარა საფუძველიც კი არ გვაქვს, ვივარაუდოთ იმისთვის, რომ რაღაც ცუდი სიტუაციიაა და ინვესტორები გადიან, ან ჩადებულ პროექტებზე უარს აცხადებენ”. “ასეთი რამ არ ხდება. პირიქით, უფრო მეტ პროექტზეა საუბარი და მივიჩნევ, რომ, საერთო ჯამში, წლის ბოლოს პოზიტიური ციფრი გვექნება”, – განაცხადა პერტაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები