პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს იხურება
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესია იხურება და რიგგარეშე სესიების ფორმატში გადადის. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ – დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ 27 ივნისის 12 საათიდან რიგგარეშე სესია იქნება მოწვეული.
„დღეს, დღის ბოლოს, სხდომის დასრულებისას დავხურავთ პარლამენტის საგაზაფხულო სესიას. ამასთანავე საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენი თხოვნის შესაბამისად გამოსცა განკარგულება და კონსტიტუციის სამოცდამეერთე მუხლის შესაბამისად მოწვეულია საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია 2015 წლის 27 ივნისის 12:00 საათიდან, ანუ ხვალ ჩვენ უკვე გადავალთ რიგგარეშე სესიის რეჟიმში, როგორც ამაზე უკვე ვისაუბრეთ წინა დღეეებში“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.