გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის პრეზიდენტს სლოვენიის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორს სლოვენიის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის დღეს ულოცავს.

“თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით, გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის – სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ საქართველოსა და სლოვენიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და ნაყოფიერი თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიული კავშირი და მჭიდრო პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის. თქვენო აღმატებულებავ, მინდა გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენ მიმართ და ვუსურვო მეგობარ სლოვენიელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა”, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები