ვიქტორ ჯაფარიძე ლევან თარხნიშვილს – „შე გარეწარო, გაეთრიე აქედან“
„შე გარეწარო, გაეთრიე აქედან, ვის დაკვეთაზე საუბრობ?“ – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრს ლევან თახნიშვილს პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე, რომელიც ცხარე კამათის ფონზე წარიმართა.
კომიტეტების სხდომაზე „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სიტყვით ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან თარხნიშვილი გამოვიდა, რომელიც დაინტერესდა, ცვლილებების მომზადებისას ავტორებმა კონსულტაციები რომელ საერთაშორისო ორგანიზაციასთან გაიარეს და პროექტი პოლიტიკური დაკვეთით ხომ არ მომზადდა. თარხნიშვილის გამოსვლის პათოსი უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ გააპროტესტა და მან თარხნიშვილს „გარეწარი“ უწოდა. „შე გარეწარო, გაეთრიე აქედან, ვის დაკვეთაზე საუბრობ?“ – მიმართა თარხნიშვილს ჯაფარიძემ.
პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ, რომელიც ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფას და მის ცალკე სამსახურად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.