შვედეთის თავდაცვის მინისტრმა ქართველი კოლეგა შვედეთში მიიწვია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი შვედეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს, პეტერ ჰულტქვისტს შეხვდა.
კოლეგებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს. ასევე ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს.
როგორც შვედეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ევროპისა და ნატოს ქვეყნების ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ორმხრივი შეხვედრის დასასრულს, პეტერ ჰულტქვისტმა ქართველი კოლეგა შვედეთში მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები