ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიელ კოლეგას, მირო ცერარს სლოვენიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობას უსურვებს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური სლოვენიას, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან, ასევე ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებული ურყევი პოზიციისთვის მადლობას უხდის.
„რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში თქვენთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა სლოვენიის მხარდაჭერაში, რომელსაც ის უცხადებს საქართველოსა და მისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. დარწმუნებული ვარ, თქვენი პირადი წვლილის წყალობით, ურთიერთობები საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება ორივე სახელმწიფოს საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.