იან კელი საქართველოში აშშ-ის ელჩად დამტკიცდა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში მომდევნო ელჩად იან კელი დაამტკიცა.
აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ელჩი კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა, თბილისში ჩამოსვლას მიმდინარე წლის სექტემბერში გეგმავენ.
საქართველოში აშშ-ს მოქმედმა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა იან კელის ახალი თანამდებობა მიულოცა და ზაფხულში საქართველოდან გასამგზავრებლად მზადება დაიწყო.
„სადაც არ უნდა ვიყოთ, საქართველო და ქართველები მუდამ მერის და ჩემს გულებში დარჩებიან“, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები