„ხატიაშვილის განცხადებები მოსამართლეების შეურაცხყოფა იყო”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებებს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა და მას ბრალი მოსამართლეთა შეურაცხყოფაში დასდო. მურუსიძის განმარტებით, 2 მოსამართლის წინააღმდეგ საბჭოში შესულ საჩივრებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს, თუმცა ბრალდების დაუსაბუთებლობის შემთხვევაში, მურუსიძე ხატიაშვილს ბოდიშის მოხდას სთხოვს.
„ის ფაქტები, რაზეც ზაზა ხატიაშვილმა ისაუბრა, რეალურად ორი მოსამართლის მიმართ გამოხატული შეურაცხყოფა იყო. თან საუბარია ორ გადაწყვეტილებაზე, რომელთა გარდა არსებობს სხვა 29 გადაწყვეტილება, რომელიც ანალოგიურ საქმეზე, ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე იქნა მიღებული, ოღონდ სახელები და გვარებია განსხვავებული, გადაწყვეტილებები კი ერთი და იგივეა. თუ დადასტურდება, რომ აქ არავითარ კორუფციას არ ჰქონდა ადგილი, მოვუწოდებ მას, რომ ამასთან დაკავშირებით მან ბოდიში მოიხადოს. დაუსაბუთებელი შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევაში, ადამიანები ვალდებულები არიან, რომ ბოდიში მოიხადონ“,- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები