ზაქარია ქუცნაშვილი საჯარო სამსახურში თანამდებობის პირებისათვის პრემიების აღების უფლების შეზღუდვის ინიციატივით გამოდის
საქართველოს პარლამენტის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი საჯარო სამსახურში მაღალი თანამდებობის პირებისათვის პრემიების აღების უფლების შეზღუდვის ინიციატივით გამოდის. როგორც დეპუტატმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, გამოთავისუფლებული სახსრებით სხვა მოწყვლადი ჯგუფების აუცილებელი ხარჯების დაფარვა. ასევე, ეს იქნება მთავრობის მიერ დეკლარირებული „ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის მხარდაჭერა.
ინიციატორმა, ასევე, განმარტა, თუ რა წესით შეარჩია ეს თანამდებობის პირები.
„ეს არის ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ექცევიან საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა ჩამონათვალში და რომლებზეც ვცრცელდება ქონებრივი დეკლარაციების შევსების საჯაროობის ვალდებულება. რა მიზნით იქნება გამოყენებული გამოთავისუფლებული თანხები? ეს უკვე მთვრობის დისკრეციაა, რამდენადაც ეს თანხა არ წარმოადგენს ბიუჯეტის 10%-ზე მეტს და მთავრობას კანონით აქვს უფლება, პარლამენტთან შეთანხმებით, გადაათამაშოს თანხა ერთი მუხლიდან მეორეში, საჭიროების მიხედვით”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.