თბილისის მერია აუტიზმით დაავადებული ბავშვებისთვის 500 000 ლარს გამოყოფს
„1 ივლისიდან აუტიზმით დაავადებული ბავშვებისთვის ახალი პროგრამა იწყება, რომლის ფარგლებშიც თბილისის მერია აუტიზმით დაავადებული ბავშვებისთვის 500 000 ლარს გამოყოფს“,- განცხადება ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ გააკეთა.
საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, ბავშვებისთვის გამოყოფილი თანხები ყოველთვიურად შესაბამის ჯანმრთელობის სახლებს გადაერიცხებათ, სადაც ეს ბავშვები რეაბილიტაციის კურსს გადიან.
„თბილისის მერიის სოციალური სამსახური 1 ივლისიდან ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომელიც აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს უკავშირდება. შექმნილი ბაზის მიხედვით, ასეთი ბავშვების რიცხვი 300-ია, მათთვის თბილისის ბიუჯეტში 500 000 ლარი გამოიყოფა, რომლიდანაც ბავშვები ყოველთვიურად 420 ლარით დაფინანსდებიან. ეს თანხები გამოიყოფა იმ ცენტრებისთვის, სადაც ისინი მკურნალობას გადიან. ეს თანხები შესაბამისი ჯანმრთელობის სახლებს გადაერიცხებათ, სადაც ეს ბავშვები რეაბილიტაციის კურსს გადიან“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.