დავით უსუფაშვილი: საარჩევნო კოდექსის თემაზე საუბარს ზედმეტად არასდროს მივიჩნევ

საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკითხზე უმცირესობის ლიდერს დაახლოებით ერთი კვირის წინ ვესაუბრე. მე მზად ვარ, დღესვე კიდევ ვისაუბროთ ამ თემაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
როგორც უსუფაშვილი აღნიშნავს, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე იგი ყოველთვის საუბრობს ოპოზიციასთან. მისივე თქმით, იგი საპარლამენტო ოპოზიციასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის ხელმძღვანელთან კონსულტაციების რეჟიმში თვეების განმავლობაში იმყოფებოდა და იმყოფება.
„საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ ჩვენ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად პრეზიდენტის ეგიდით მოვაწერეთ ხელი ჩვენს ვარიანტს. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მზად ვართ საუბრისთვის. დღესვე, მაგალითად, შესვენების დროს მზად ვარ, ჩვენ შევხვდეთ. ვისაუბროთ ამ თემაზე. ამ თემაზე საუბარს არასდროს ვთვლით ზედმეტად და არც ახლა ვთვლი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები