თინა ხიდაშელი: ვერტმფრენი შესაძლოა, ჩამოვარდნილიყო და მსხვერპლი გაცილებით დიდი ყოფილიყო
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი 13 ივნისის სტიქიის ღამეს, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. თინა ხიდაშელის განმარტებით, სტიქიის ღამეს “სუპერ პუმას” გამოყენება გაუმართლებელი იქნებოდა და შესაძლოა დამატებითი მსხვერპლი მოჰყოლოდა.
“სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენით თურმე უნდა განხორციელდეს ქუჩის თავზე, რომელიც დატვირთულია და მთლიანად სავსე არის სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციებით. ვინმეს თუ აქვს მაზოხისტური მოთხოვნილება, რომ ის ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო და მსხვერპლი გაცილებით დიდი ყოფილიყო, ჩვენ ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებდით”, – განაცხადა ხიდაშელმა.