თამარ ბერუჩაშვილი ესტონეთის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანს ევროკავშირის საკითხებში ზანდა კალნინა-ლუკაშევიცს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ლატვიელი დიპლომატთან შეხვედრაზე მხარეებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის შემდგომი დღის წესრიგზე ისაუბრეს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველო- ევროკავშირის სავიზო დიალოგს და ამ მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს. ზანდა კალნინა-ლუკაშევიჩამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვიზალიბერალიზაციის მიზნებში ლატვიის მხარდაჭერა და მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს პროცესის წარმატებით დასრულებაში.
თამარ ბერუჩაშვილმა ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას ლატვიის მიერ ევროკავშირის საბჭოს წარმატებული თავმჯდომარეობა მიულოცა. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ლატვიის ძალისხმევა საქართველოს სათანადოდ წარმოჩენის საქმეში, როგორც მისი თავმჯდომარეობის პერიოდში, ასევე რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე.