საქართველოში უკრაინის ელჩმა თანამდებობა დატოვა
საქართველოში უკრაინის ელჩმა ვასილი ციბენკომ თანამდებობა დატოვა. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
“გათავისუფლდეს ვასილი გრიგორევიჩ ციბენკო საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტიდან”, – აღნიშნულია ბრძანება #343/201-ში.
თუ ვინ ჩაანაცვლებს ციბენკოს, ჯერ უცნობია. ვასილი ციბენკო საქართველოში უკრაინის ელჩის პოსტს 2009 წლიდან იკავებდა.